ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ეკატერინბურგში აღმოჩენილი ნეშთი ნიკოლოზ ΙΙ–ს ეკუთვნის

© photo: Sputnik / РИА Новости / გადასვლა მედიაბანკშირომანოვების დინასტია
რომანოვების დინასტია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა განაცხადა, რომ კვლევები გაგრძელდება და მოპოვებული ნიმუშები უახლოესი ნათესავების, მათ შორის, იმპერატორ ალექსანდრე ΙΙ–ის სამოსიდან აღებულ სისხლის ნიმუშს შედარდება.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. დამატებითმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ეკატერინბურგის შემოგარენში აღმოჩენილი ნეშთები ნამდვილად ეკუთვნით რუსეთის უკანასკნელ იმპერატორ ნიკოლოზ ΙΙ–სა და იმპერატრიცა ალექსანდრას, — განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმირ მარკინმა. 

„ჩატარებულმა კვლევებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შესასწავლი „ეკატერინბურგული ნეშთების“ ნამდვილობა. კვლევები გაგრძელდება“, — თქვა მან. 

მარკინმა აღნიშნა, რომ კვლევების შედეგად გამოიკვეთა „მიტოქონდრიალური დნმ–ის მონაკვეთები, რაც ძალზე იშვიათია ადამიანის პოპულაციისთვის და რომლებიც ემთხვევა ინგლისის დედოფალ ვიქტორიას დედის ხაზით შთამომავლების ვარიანტებს (იმპერატრიცა ალექსანდრა დიდი ბრიტანეთის დედოფლის შვილიშვილი გახლდათ)“. 

იდენტიფიკაციაზე საბოლოო დასკვნის გასაკეთებლად ექსპერტები ჩაატარებენ „სამეცნიერო კვლევას დამატებითი გენეტიკური სისტემების მიხედვით“. ასევე მოხდება შედარება ახლო ნათესავების ნიმუშებთან, მათ შორის, იმპერატორ ალექსანდრე ΙΙ–ის სამოსიდან აღებულ სისხლის ნიმუშთან. 

შეგახსენებთ: სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ განაახლა რომანოვთა საიმპერატორო სახლის წევრებისა და მათი ამალის დაღუპვის საქმის გამოძიება, რომელიც პირველად 1993 წელს აღიძრა ეკატერინბურგის შემოგარენში ჯგუფური სამარხის აღმოჩენის შემდეგ. 

სექტემბრის ბოლოს ნიკოლოზ მეორისა და იმპერატრიცა ალექსანდრას ნეშთებს ექსგუმაცია ჩაუტარდათ, ხოლო იმპერატორ ალექსანდრე მეორის სამოსიდან სისხლის ნიმუში აიღეს. ეს ნიმუშები მანამდე გამოკვლეული არ ყოფილა. 

ოქტომბერში სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა მთავრობას მიმართა თხოვნით, ჩატარებულიყო ნიკოლოზ მეორისა და მისი მამის, იმპერატორ ალექსანდრე მესამის ნეშთების შედარებითი გენეტიკური ანალიზი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის აზრით, ამგვარი ექსპერტიზის დადებითი შედეგი შეუვალი მტკიცებულება იქნება იმისა, რომ ეკატერინბურგში აღმოჩენილი ნეშთები ნამდვილად ნიკოლოზ მეორესა და მისი ოჯახის წევრებს ეკუთვნით. 


ყველა ახალი ამბავი
0