სალომე გურგენიძე
„შავფაროსნები“ ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციაა, რომელიც მიზნად ისახავს უძველესისაბრძოლო ილეთების აღდგენასა და პოპულარიზაციას. თავად სახელიც მეტყველებს, რომ მისი მიმდევრები შავი საჭურვლითა და სამოსელით იქცევდნენ ყურადღებას. ამ მამაკაცურ სახეობას თანდათან მანდილოსნებიც გაუშინაურდნენ. ერთ-ერთ მათგანს, ანი ცინცაძეს სალომე გურგენიძე ესაუბრა.
- ანი, თქვენ პირველი გოგო ხართ, ვინც შავფაროსნობით დაინტერესდა.
- დიახ, ასეა. აქტიურად ვვარჯიშობ და ვმონაწილეობ სხვადასხვა ღონისძებაში. ამ ფაქტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრი გოგონა დაინტერესდა ქართული საბრძოლო ხელოვნების შესწავლით, რაც ძალიან მახარებს.
- თქვენი არჩევანი რამ განაპირობა?
- მეუღლეა შავფაროსანი და, რა თქმა უნდა, ამან დიდი გავლენა იქონია ჩემზე. თუმცა, შერკინება, მითუმეტეს ქართული საბრძოლო ხელოვნება — ჩვენი ყოფის განუყოფელი ნაწილი — ყოველთვის მხიბლავდა.
- როგორც ვიცი, „შავფაროსნები“ 2011 წელს დაირქვით.
- როდესაც საქართველოს მტერი შემოესეოდა,შეფიცულთა ერთი ჯგუფი ფარებს და სამოოს შავად ღებავდა და ასე ინიღბებოდა. მეომრები ღამით, მოულოდნელად ესხმოდნენ მტერს და გვარიან ზიანსაც აყენებდნენ. შორეულ წარსულში სწორედ მტერმა უწოდა ამ ვაჟკაცებს „შავფაროსნები“.2011 წელს ეს, ლამის დავიწყებული სახელი, გავიხსენეთ და გავაცოცხლეთ.
- ამბობენ, რომ „შავფაროსნები“ თვითონ ქმნით საბრძოლო იარაღებს და უნიკალურ საბრძოლო ტექნიკას ფლობთ.
- დიახ, „შავფაროსნების“ რამდენიმე წევრი აქტიურად მუშაობს ამ სფეროში. ქმნიან ფარებს, მათრახებს, ჯაჭვის პერანგებს და ცდილობენ აღადგინონ ის უნიკალური ტექნიკა, რაც ჩვენში იყო გავრცელებული. ვცდილობთ, განვვითარდეთ, როგორც ბრძოლის ტექნიკით, ისე საჭურვლის მხრივაც.
- ანი, თქვენს გუნდს არაერთი თეატრალიზებული წარმოდგენა აქვს დადგმული.
- დიახ, იქიდან გამომდინე, რომ ხალხისთვის უფრო ადვილი აღსაქმელი იყოს და უფრო პოპულარული გახდეს, ამ პატარა წარმოდგენებით ვცდილობთ, ხალხს გავაცნოთ ჩვენი „შემოქმედება“, ჩვენი შესაძლებლობები და მათს ცნობიერებაში კვლავ დავაბრუნოთ თითქმის დავიწყებული და მისხალ-მისხალ აღდგენილი ქართული საბრძოლო ხელოვნება.
-სასიხარულოა, რომ თქვენი სამოქმედო სივრცე ფართოვდება. წელს იტალიაშიც იყავით, ფესტივალზე.
- „შვფაროსნებისთვის“ ეს უკვე მესამე ჩასვლა იყო იტალიაში. იქ რომის დაარსებისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფესტივალი ტარდება. პერფომანსში მონაწილეობის მისაღებად ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან. ეწყობა ერთგვარი ტრიუმფალური სვლა, რომელშიც ჩვენც ვართჩართულნი. ეს ყველაფერი იწყება ცირკო მასიმოსთან. გავდივართ ოთხკილომეტრიან გზას: ჩავუვლით მარჩელოს თეატრს, კოლიზეუმს, ვენეციის მოედანს და შემდეგკვლავ ცირკო მასიმოსთან ვბრუნდებით. ძირითადი ღონისძიებები აქ ეწყობა. ყველა ჯგუფი წარმოადგენსთავისი ქვეყნის ისტორიულ-თეატრალური წარსულის ამსახველ კომპოზიციას. ხალხი უკვე გვცნობს.იტალიელები ძალიან დიდი ემოციითა და სიყვარულით გვხვდებიან.
- ანი, ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ობიექტივში როგორ მოხვდით?
- ჰოლივუდელი ფოტოგრაფი „შავფაროსნებით“ რამდენიმე წლის წინდაინტერესდა. მაშინ მან პატარა ფილმი გადაიღო საქართველოს შესახებ. ძალიან გაიხარა, როცა ჩვენ აღმოგვაჩინა და მის ფილმშიც ჩაგვრთო. შარშანაც იყო ჩამოსული და ფოტოები გადაგვიღო — გამოფენის გაკეთებას აპირებს. გვიხარია, რომ ამ ექსპოზიციას ათასობით ადამიანი ნახავს.