თანამედროვე ხელოვნების თბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ მერვედ ტარდება. ღონისძიება სანქტ–პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრ ფლორენსკის გამოფენით გაიხსნება, რომელსაც „ქართველი ლამაზმანები“ ჰქვია.
„არტისტერიუმის“ თემა ამჯერად სოციალური ქსელის, „ფეისბუქის“ შეკითხვაა: „რაზე ფიქრობთ?“ („What’s on your mind?“).
„არტისტერიუმის“ დამთვალიერებლები უკრაინელი, რუსი, ამერიკელი, გერმანელი, ფრანგი, სამხრეთ კორეელი და სხვა ქვეყნების თანამედროვე მხატვრებისა და მსახიობების ნახატებისა და ფოტოების, პერფომანსებისა და სამხატვრო პროექტების ხილვას შეძლებენ.
თანამედროვე ხელოვნების თ ბილისის საერთაშორისო გამოფენა „არტისტერიუმი“ მერვედ ტარდება. ღონისძიება სანქტ–პეტერბურგელი მხატვრის, ალექსანდრ ფლორენსკის გამოფენით გაიხსნება, რომელსაც „ქართველი ლამაზმანები“ ჰქვია.
„არტისტერიუმი“ ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაიმართება. ესენია: თბილისის ისტორიის მუზეუმი „ქარვასლა“, გობელენის მუზეუმი და ლიტერატურული მუზეუმი.