ოპოზიციამ საარჩევნო სისტემის ცვლილებისათვის 240 ათასი ხელმოწერა შეაგროვა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ოთხი თვე ჰქონდათ აღნიშნული ხელმოწერების შესაგროვებლად, თუმცა, საჭირო ხელმოწერების შეგროვება თვენახევარში მოხერხდა.

თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შესატანად საჭირო 200 ათასი ხელმოწერა მთავრობის კანცელარიაში სამშაბათს, 10 ნოემბერს უკვე ჩააბარეს.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შესატანად ოპოზიციური პარტიების —  მათ შორის ათი არასამარლამენტო და ორი საპარლამენტო — წარმომადგენლებმა, 22 სექტემბერს ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. კანონში ცვლილებების შესატანად 200 ათასი ხელმოწერა იყო საჭირო.

„ხელისუფლებამ საპარლამენტო ოპოზიციის ხმა არ გაიგონა, ხელისუფლებამ არ მოუსმინა არასაპარლამენტო ოპოზიციასაც და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ადეკვატურად მიიღებენ 240 ათას ხელმოწერას“, — განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა.

მისი განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ოთხი თვე ჰქონდათ აღნიშნული ხელმოწერების შესაგროვებლად, თუმცა, საჭირო ხელმოწერების შეგროვება თვენახევარში მოხერხდა.

„საქართველოში გაცილებით სამართლიანი საარჩევნო გარემო უნდა იყოს და არც ერთი ხმა არ უნდა დაიკარგოს“, აღნიშნა რატიანმა.

ამასთან, მმართველი კოალიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, ანუ იმ სისტემით, რომელიც ახლა მოქმედებს. 

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩევნები შერეული — პროპორციული (77 დეპუტატი) და მაჟორიტარული (73 დეპუტატი) სისტემით ტარდება. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიმდინარე წლის 28 მაისს არაკონსტიტუციურად ცნო საარჩევნო კოდექსის ის ნორმა, რომელიც ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში რაიონების რაოდენობის მიხედვით გადანაწილების პრინციპს ეხება.  როგორც სასამართლოში განმარტეს, საქართველოს პარლამენტმა მექანიკურად მიაბა საარჩევნო ოლქები რაიონებს ისე, რომ არ გაითვალისწინა რაიონებში დარეგისტრირებული ამომრჩევლის რაოდენობა. 

საარჩევნო კოდექსის 110–ე მუხლის თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი იქმნება.  

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

 

ყველა ახალი ამბავი
0