თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. აშშ–ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ორშაბათს სოციალურ ქსელ Facebook–ში საკუთარი გვერდი შექმნა, — იუწყება "სპუტნიკ უზბეკეთი".
აშშ-ის სახელმწიფოს მეთაურს იმედი აქვს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლები ამ გვერდს „ქვეყნის წინაშე მდგარი მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად და საკუთარი მოსაზრებებისა და ისტორიების გასაზიარებლად“ გამოიყენებენ. პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ საკუთარი პოსტებით დროდადრო გაართობს კიდეც საზოგადოებას.
„სალამი, Facebook! როგორც იქნა საკუთარი გვერდი მაქვს“, — დაწერა ობამამ.
ობამას გვერდმა, რომელზეც მისი ტექსტები და ვიდეოები აიტვირთება, პირველი ერთი საათის განმავლობაში 33 ათასზე მეტი „ლაიქი“ დააგროვა.
გვერდზე ატვირულ პირველი ვიდეოთი პრეზიდენტმა ობამამ ინტერნეტმომხმარებელს თეთრი სახლის წინ მდებარე „თავისი ეზო“ დაათვალიერებინა, რომელზეც ის „ყოველ საღამოს, ვახშმის წინ სეირნობას ცდილობს“.