თბილისში ჩატარდა Mercedes Benz Fashion Week–ის მეორე სეზონი, რომელზეც ოცზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა დიზაინერმა წარმოადგინა საკუთარი კოლექციები.
მოდის კვირეული ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ტარდებოდა. მასზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ბაიერებმა, მოდის კრიტიკოსებმა, fashion-ფოტოგრაფებმა და მედიის წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი.
Mercedes Benz Fashion Week–ის ტრადიციული ორგანიზატორი გახლავთ ფეშენ–დიზაინერების კონკურსის BE NEXT დამფუძნებელი სოფო ჭყონია.
წელს ღონისძიებას დაესწრნენ ამერიკული „ვოგის“ წარმომადგენლები, მოდის ცნობილი კონსულტანტი და კასთინგ–აგენტი ნატალი (Natalie Joos) ნიუ–იორკიდან და ასევე ფილიპინური წარმომავლობის პოპულარული ფეშენ–ბლოგერი ბრაიან გრეი იამბაო (Bryan Grey Yambao), რომელიც უფრო ბრაიან ბოის სახელითაა ცნობილი.