მის რუსეთი – 2015 მოსკოვში გამართულ ფოტოსესიაზე საღამოს კაბებს ირგებდა

გამოწერა

"მის რუსეთი–2015" ტიტულის მფლობელი სოფია ნიკიტჩუკი ემზადება რუსეთის წარსადგენად ჩინეთში "მის მსოფლიო–2015–ზე". იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ირგებდა გოგონა ტანისამოსს და მონაწილეობდა კონკურსის წინა ფოტოსესიაში.

"მის რუსეთი–2015" ტიტულის მფლობელი, ურალის ფედერალური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის სტუდენტი სოფია ნიკიტჩუკი სილამაზის კონკურსის "მის მსოფლიო–2015"–ის წინ მოსკოვში გაამრთულ ფოტოსესიაში მონაწილეობდა და დაგეგმილი შეჯიბრის შესახებ საკუთარი აზრი გამოხატა.

"დიდი იმედი მაქვს, რომ პოლიტიკური სიტუაცია არც გასულ, არც მიმდინარე და არც მომავალ წელს არ იმოქმედებს. ვფიქრობ, რომ ეს არც მოხდება. იმიტომ, რომ, პირველ რიგში, რამდენადაც მე ვიცი, სილამაზის კონკურსებზე, უშუალოდ "მის მსოფლიოს" კონკურსზე ყურადღებას აქცევენ არა იმას, თუ რომელი ქვეყნიდან ხარ, არამედ იმას, თუ როგორი ადამიანი ხარ", – განაცხადა გოგონამ ჟურნალისტებთან საუბარში.

სილამაზის ეროვნული კონკურსის ფინალი, რომელშიც ნიკიტჩუკმა გაიმარჯვა, მოსკოვში, "ბარვიხის Luxury Village–ის" საკონცერტო დარბაზში 2015 წლის 18 აპრილს ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო 50 გოგონამ რუსეთის სხვადასხვა ქალაქებიდან.

კონკურსი "მის მსოფლიო" დეკემბერში ჩინეთში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0