თავდაცვის მინისტრის მოადგილე აშშ–ში გაემგზავრა

© courtesy of Ministry of Defence of Georgiaთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანა დოლიძე მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკურ აკადემიაში სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს დემოკრატიის ეროვნულ ფონდსა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.

იტყობინება საქართველოს თვადაცვის სამინისტრო.

 საქმიანი ვიზიტის ფარგლებში ანა დოლიძე  ამერიკის საზღვაო აკადემიას და ეროვნული თავდაცვის ინსტიტუტს ეწვევა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე იმ ქართველ სამხედროებსაც შეხვდება, რომლებიც, სწორედ, საზღვაო აკადემიასა და თავდაცვის ინსტიტუტში სწავლობენ

ანა დოლიძე მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკურ აკადემიაში სიტყვით გამოვა და შეხვედრებს გამართავს დემოკრატიის ეროვნულ ფონდსა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში, კვირის ბოლოს კი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებშიც მიიღებს მონაწილეობას.

 

ყველა ახალი ამბავი
0