თბილისთან ახლოს ახალი ტურისტული ობიექტი გაიხსნა

© facebook.com/GaribashviliOfficialВинный погреб в Кварели
Винный погреб в Кварели - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი - თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საგურამოში ახალმა ტურისტულმა ობიექტმა დაიწყო ფუნქციონირება — საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თადეოზ გურამიშვილის რესტავრირებულ-აღდგენილი მარანი გახსნა. პროექტი მცხეთის რაიონში, საგურამოში კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ განახორციელა.

 ტურისტებს საშუალება ექნებათ იხილონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლი — თადეოზ გურამიშვილის მარანი, ასევე გაეცნონ ქართულ კულტურას და დააგემოვნონ ქართული ღვინო. პროექტი ასევე მოიცავს მიმდებარე ტერიტორიაზე თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ ღვინის გადამამუშავებელ საცავს, სადეგუსტაციო დარბაზს და სხვა ინფრასტრუქტურას.

 ილია ჭავჭავაძისეული სავენახე მიწის ნაკვეთები,  სახელმწიფოსგან 49 წლიანი იჯარით გადაეცა შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობა”-ს და  ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების აღდგენასა და განვითარებას მოემსახურება. აღნიშნულ ტერიტორიაზე უკვე გააშენებულ იქნა იშვიათი და მივიწყებული ქართული ჯიშის ვენახი, ტერიტორია კეთილმოწყობილია და აღჭურვილია თანამედროვე წყალმომარაგების სისტემით. მითითებული პროექტების საინვესტიციო თანხამ შეადგინა 1 950 000 ლარი. 

 ილიას მკვლელობის შემდგომ, მის მიერ ყურძნის დაწურვა ისტორიულ მარანზე შეწყდა. კომუნისტებმა მარნის ტერიტორია აქციეს საძროხედ და სანაგვედ, ისტორიული ქვევრები ნაგვით იყო სავსე. შპს “კახური ტრადიციული მეღვინეობი”-ს მეშვეობით უძველეს ქვევრებს დაუბრუნდა პირვანდელი სახე, რაც თავისმხრივ მარანში ილიასეული ყურძნის დაწურვის ტრადიციის გაგრძელების საშუალებაა. 


ყველა ახალი ამბავი
0