ქუმსიშვილი მოუწოდებს ხელისუფლებას დროულად გადაწყვიტოს ათონელზე რეზიდენციის ბედი

© photo: Sputnikრეზიდენცია ათონელზე
რეზიდენცია ათონელზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ახალი ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევამდე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა სურვილი გამოთქვა, რომ ხელისუფლებამ დროულად მიიღოს გადაწყვეტილება თბილისში, ათონელის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით. 

 ათონელის ქუჩაზე მდებარე სახელმწიფო რეზიდენცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისათვის მოაწყვეს, ექსპლუატაციაში 2015 წლის აპრილში შევიდა. მაგრამ სახელმწიფოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა არჩია ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ რეზიდენციაში დარჩენილიყო. 

 „შენობა, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ძალიან კარგად არის გაკეთებული, მასზე ბიუჯეტიდან ძალიან დიდი თანხა დაიხარჯა — 26 მილიონი, თუ არ მეშლება. დღეისათვის ის დაკეტილია და ყოველთვიურად მოგვიწევს რაღაც თანხის გაღება, რომ რომ შენობა შესაბამის მდგომარეობაში შევინახოთ. ამიტომ სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად იქნეს მიღებული“, — უთხრა ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს ორშაბათს, 9 ნოემბერს. 

პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
ივანიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციას დატოვებს

 საქართველოს ახალი ხელისუფლება და თავად მარგველაშვილი პრეზიდენტად არჩევამდე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ აშენებულ პრეზიდენტის სასახლეს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტს გადასცემდნენ, ხოლო პრეზიდენტის ახალი რეზიდენცია, ათონელის ქუჩაზე განთავსდებოდა. მოგვიანებით მარგველაშვილმა გადაწყვიტა უარი არ ეთქვა ავლაბრის რეზიდენციაზე. 

 აღნიშნულ გადაწყვეტილებას მმართველი კოალიციის „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა რომ მარგველაშვილი დატოვებდა ავლაბრის სასახლეს და ათონელზე გადავიდოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0