"სპუტნიკი" გერმანიის ინტერნეტსივრცეში პოპულარობის რეიტინგის ტოპ-20 ში მოხვდა

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov / გადასვლა მედიაბანკში"სპუტნიკის" სტუდია
სპუტნიკის სტუდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო საინფორმაციო პორტალ „სპუტნიკის“ გერმანული ვერსიის რეიტინგის მატება ინტერნეტ-სივრცეში კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც პორტალი „სპუტნიკი“ 2015 წლის ოქტომბრის თვეში ტოპ-20-ში შევიდა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო პორტალ „სპუტნიკის“ გერმანული ვერსიის რეიტინგის მატება ინტერნეტ-სივრცეში კვლავ გრძელდება, რის შედეგადაც პორტალი „სპუტნიკი“ 2015 წლის ოქტომბრის თვეში ტოპ-20-ში შევიდა. 

რეიტინგს ავტორიტეტულ გერმანულ რესურსზე დაყრდნობით — meedia.de აქვეყნებს. რეიტინგის ლიდერთა სამეულში ტრადიციულად მოხვდა გერმანიის წამყვანი მედია-საშუალებებლი — Focus, Bild и Die Welt. „სპუტნიკის“ მსგავსად, რეიტინგის ლიდერები გახდნენ ისეთი ჟურნალ-გაზეთების ინტერნეტ-ვერსიები, როგორიცაა Spiegel, Zeit, Frankfurter Allgemeine და The Huffington Post. სექტემბრის თვის მონაცემთან შედარებით, მიმდინარე თვეში „სპუტნიკის“ ინფორმაციების ინტერნეტ-მომხმარებლის რაოდენობა 26%-ით გაიზარდა.

რეიტინგი გერმანულენოვანი რამდენიმეათასი ონლაინ-გამოცემისა და ბლოგის ანალიზის ბაზაზე შედგა. რეიტინგების სრული მონაცემის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებგვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიო-მაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. „სპუტნიკის“ ახალი ამბების ლენტები მომხმარებლისთვის სადღეღამისოდ გამოდის ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.


ყველა ახალი ამბავი
0