მოგერინიმ და პოროშენკომ მინსკის შეთანხმებების შესრულებაში პროგრესი აღნიშნეს

© photo: Sputnik / Михаил Палинчак / გადასვლა მედიაბანკშიპეტრო პოროშენკო
პეტრო პოროშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრაქტიკულად დასრულებულია დონბასში არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და ტანკების შეხების ხაზიდან გაყვანის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის განმუხტვას, განაცხადა პრეზიდენტმა პოროშენკომ.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. კიევი და ევროკავშირი მინსკის შეთანხმებების შესრულებაში ზომიერ პროგრესს აფიქსირებენ, — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელთან, ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრის შემდეგ. 

„ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ გვაქვს გარკვეული პროგრესი მინსკის შეთანხმებების იმპლემენტაციაში. ეს იმაში გამოიხატება, რომ ახლა ვართ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში. დაე, მყიფე და პროვოკაციული სროლების თანხლებით, მაგრამ 29 აგვისტოდან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს“, — განუცხადა პოროშენკომ ჟურნალისტებს. 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პრაქტიკულად დასრულებულია დონბასში არტილერიის, ნაღმმტყორცნებისა და ტანკების შეხების ხაზიდან გაყვანის პროცესი, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტის განმუხტვას.


ყველა ახალი ამბავი
0