თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. 30-ზე მეტი მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული სამხედრო ოპერაციის შედეგად ავღანეთის აღმოსავლეთში პროვინცია ნანგარხარში, იტყობინება რია ნოვოსტი სააგენტო Khaama Press — ზე დაყრდნობით.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, 25-მდე მებრძოლის ლიკვიდაცია მოხდა შაბათს, პროვინციის სამხრეთ რაიონში, კიდევ სამის გაუვნებელყოფა მოხდა უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით, პროვინციის სხვა რაიონში. ხუთამდე ბოევიკის ლიკვიდაცია მოხდა რეიდის მსვლელობისას, ნანგარხარის პროვინციის აეროდრომის ტერიტორიაზე.
ოპერაციის მსვლელობისას მოხდა სამი კალაშნიკოვის ავტომატის, 8 პისტოლეტის, 16 ხელყუმბარის, ორი რადიოგადამცემის და სამხედრო ამუნიციის კონფისკაცია.
„შვიდი ეჭვმიტანილი დაკავებულია“- ციტირებს სააგენტო პოლიციის განცხადებას. ავღანეთის ტერიტორიაზე მოქმედებს რადიკალური მოძრაობა „თალიბანი“. სამთავრობო ძალები მუდმივად ატარებენ სპეცოპერაციებს, რომლებიც ბოევიკების წინააღმდეგაა მიმართული. ამ დაპირისპირების მსხვერპლი ხშირად ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობა ხდება.