უკრაინაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნებიან ავტომანქანებს დააჯარიმებენ

გამოწერა
უკრაინის შსს-მ გადაწყვეტილება მიიღო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილები უნომროდ ჩათვალოს და დააჯარიმოს, ვინაიდან უკრაინა არ აღიარებს ამ სახელმწიფო წარმონაქმნების დამოუკიდებლობას.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik.უკრაინის პოლიციის თანამშრომლები დააჯარიმებენ ყველა იმ მძღოლს, რომლის ავტომანქანასაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანომრე ნიშნები ექნება, რადგან ოფიციალური კიევი არ ცნობს ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ამის შესახებ უკრაინული უწყება Facebook-ის გვერდზე იტყობინება. 

ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ახლადშექმნილმა  პოლიციამ, რომელმაც  რეფორმის ფარგლებში მილიცია იურიდიულად შაბათს ჩაანაცვლა, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, რომელმაც განუმარტა, რომ უკრაინა არ ცნობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არც დამოუკიდებლობას და არც რომელიმე ქვეყნის ფარგლებში ყოფნას, გარდა საქართველოსი. 

„ამრიგად, სატრანსპორტო საშუალებებზე მათი ან მსგავსი არ აღიარებული სახელმწიფო წარმონაქმნების სანომრე ნიშნების არსებობა გათანაბრებულია სანომრე ნიშნების არქონასთან. ასეთ შემთხვევებში პოლიცია  კანონის შესაბამისად იმოქმედებს“, — ნათქვამია პოლიციის შეტყობინებაში და აღნიშნულია რომ სანომრე ნიშნების გარეშე მგზავრობა ჯარიმას ითვალისწინებს. 


ყველა ახალი ამბავი
0