ქართულ-აზერბაიჯანული ფილმი „რობინზონი და ცხრა პარასკევა“ ნოემბერში გამოვა

© trend.az"რობინზონი და ცხრა პარასკევა"
რობინზონი და ცხრა პარასკევა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეჟისორ გიორგი კიკალეიშვილის კომედიური ჟანრის ფილმში ქართული კინოს, თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობენ: ვახტანგ კიკაბიძე, კახი კავსაძე, ქეთა თოფურია, დათო ხუჯაძე, აჩიკო მეფარიძე და სხვები.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik.ინგლისელი მწერლის დანიელ დეფოს ცნობილი რომანის „რობინზონ კრუზოს“ ახალი ეკრანიზაცია ელით კინომანებს ქართულ-აზერბაიჯანულ ფილმში სახელწოდებით „რობინზონი და ცხრა პარასკევა“, — იტყობინება ტელეკომპანია „იმედი“. 

რეჟისორ გიორგი კიკალეიშვილის კომედიური ჟანრის ფილმში ქართული კინოს, თეატრისა და ესტრადის ვარსკვლავები მონაწილეობენ: ვახტანგ კიკაბიძე, კახი კავსაძე, ქეთა თოფურია, დათო ხუჯაძე, აჩიკო მეფარიძე და სხვები. 

„ეს აბსოლუტურად აპოლიტიკური, მხიარული და გემრიელი კომედიაა. ვფიქრობ დადგა დრო ყველას ვუთხრათ, რომ ცხოვრებაში პოზიტივიც ხდება და მხოლოდ ნეგატივზე არ უნდა ჩავიციკლოთ“, — ამბობს ფილმის რეჟისორი. 

კომედიის სიუჟეტის მიხედვით, რობინზონი დედაქალაქის  ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ეზოში ცხოვრობს. მიუხედავად მხიარული მეზობლებისა, მისი ცხოვრება მოსაწყენი და ერთფეროვანია, სანამ ერთ ღამეს არ დაესიზმრება უცნაური სიზმარი, სადაც ანგელოზი (კახი კავსაძე) მას ბედნიერების გასაღებს გადასცემს. ძალიან მალე რობინზონი დაუსახლებელ კუნძულზე მოხვდება, სადაც მისი მთავარი თავგადასავალი იწყება. 

ფილმის სცენარის ავტორი ნიკოლოზ რამიშვილია. ფილმის ცენტრში ქართულ-აზერბაიჯანული მეგობრობა, მეზობლობა და სიყვარულია.  ფილმის გადაღებაც ამ ორ ქვეყანაში მიმდინარეობდა. 

ფილმის პრემიერა საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელორუსსა და ყაზახეთში 2015 წლის ნოემბრის ბოლოს შედგება. 


ყველა ახალი ამბავი
0