დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმის შეჩერებამ, შესაძლოა, ბიზნესს დარტყმა მიაყენოს

© http://www.progamer.ru/z-zone/virtualnoe-pravosudie.htmსასამართლო, მართლმსაჯულება.
სასამართლო, მართლმსაჯულება. - Sputnik საქართველო
გამოწერა
საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ადვოკატების სარჩელის საფუძველზე, შეაჩერა.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმის შეჩერების თაობაზე უარყოფითად იმოქმედებს საბანკო სისტემაზე და, ზოგადად, ქართულ ეკონომიკაზე, — განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოცაციის“ ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. საკონსტიტუციო სასამართლომ დაუყოვნებლივ აღსრულების ნორმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ადვოკატების სარჩელის საფუძველზე, შეაჩერა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებული საფრთხის შემცველია მთლიანად ფინანსური სექტორისთვის, იმდენად, რამდენადაც ბანკებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც გასცემენ იპოთეკურ სესხებს, ამ მუხლის შეჩერებით, შეიზღუდება და დროში გაურკვეველი ვადით გაიწელება კუთვნილი თანხების დროულად ამოღების შესაძლებლობა. თავის მხრივ, ამ გადაწყვეტილებამ, შეიძლება, სტიმული მისცეს ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, შეზღუდონ ისეთი რისკის შემცველი სესხების გაცემა, რომლის ამოსაღებადაც, შესაძლებელია, გამოყენებული იქნას დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა. ეს კი სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის ფინანსური სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს“, – აცხადებს ბაირახტარი. 

 პაატა ბაირახტარის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტით, შეჩერებულია ისეთი გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივი აღსრულება, როგორებიცაა, ალიმენტის მიკუთვნების შესახებ, დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ, მუშაკისთვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ, უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ, თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები.

,


ყველა ახალი ამბავი
0