რას პასუხობს ნიკა გვარამიას „მანქურთად“ მოხსენიებული რეზო საყევარიშვილი?!

© Нино Цхоидзеქიბარ ხალვაშმა და რუსთავი 2-ის ახალმა მმართველობმა პრესკონფერენცია გამართეს
ქიბარ ხალვაშმა და რუსთავი 2-ის ახალმა მმართველობმა პრესკონფერენცია გამართეს - Sputnik საქართველო
გამოწერა

 ნინო ცხოიძე

 ჟურნალსიტი რეზო საყევარიშვილი, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ „ტელეიმედის“ დირექტორი და ჟურნალ „ფორბსის“ ქართული გამოცემის მთავარი რედაქტორი გახლდათ, რუსთავი2-ის ყოფილი მფლობელის დავით დვალის სურვილით და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ამ ტელევიზიის დროებით მმართველად დაინიშნა. 

 იგი იმედოვნებს, რომ "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელობა დაემორჩილება კანონს და მშვიდობიანად შეძლებს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ საკადრო პოლიტიკის გატარებას არ აპირებს. თუმცა, „ტელეიმედის“ რეორგანიზაციის შედეგად გათვისუფლებულმა ჟურნალსიტმა ქეთი ხიდეშელმა მას ძველი დანაპირების შეუსრულებლობა შეახსენა. რეზო საყევარიშვილმა განაცხადა, რომ იმედში რეორგანიზაცია გამოცხადდა, რასაც თანამშრომელთა გარკვეული რაოდენობის გათავისუფლება მოჰყვა. პრესკონფერენციის შემდეგ, რეზო საყევარიშვილმა Sputnik-ის შეკითხვებსაც უპასუხა. 

 - როგორ გესახებათ თქვენი მოვალეობის შესრულება იმ ვითარებაში, როცა რუსთავი2-ის ყოფილი დირექტორი, ნიკა გვარამია კაბინეტის დატოვებას არ აპირებს?

 — სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა ყველასთვის. "რუსთვი 2"-ის ხელმძღვანელობა, რომელსაც დღეს უკვე შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, გაიაზრებს, რომ მისი არაღსრულება გარკვეულ სანქციებთანაა დაკავშირებული. ამდენად, იმედია, ახალ მმართველებს მოგვეცემა საშუალება, მშვიდად გადავიბაროთ ტელევიზიის მენეჯმენტი.

 ნიკა გვარამიას წერილობით ეცნობება, რომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა და არანაირ დოკუმენტზე ხელის მოწერა, ხელფასების გაცემა და ასე შემდეგ, მის უფლებამოსილებაში არ შედის. ხოლო ახალი მმართველების შესვლა ტელეკომპანიაში ძალისმიერი მეთოდებით არ მოხდება. დაველოდებით ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის მზადყოფნას როგორ უპასუხებენ "რუსთავი 2"-დან.

რაც შეეხება, თავად ამ ტელევიზიის ჟურნალსიტების განწყობას, რომლებმაც პრესკონფერენციაზეც გამოხატეს თავიანთი კრიტიკული პოზიცია, რეზო საყევარიშვილს უჭირს დღეს იმედი გამოთქვას, რომ ისინი დაიჯერებენ ახალი ხელმძღვანელების დაპირებეს მათი საქმიანობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით. 

 - მე მესმის, მათი მდგომარეობა, ისინი არიან გაურკვევლობაში. ისიც კარგად მესმის, შესაძლოა, არსებობდეს შიშიც, რომ მათი პროფესიული კარიერას, თუ სხვა  სამომავალო გეგმებს საფრთხე ემუქრებოდეს. მაგრამ ჩვენ ვთქვით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ მათ გათავისუფლებას არ აპირებს და განვიხილავთ, როგორც "რუსთვი 2"-ის პერსპექტიულ ჟურნალისტებადაც.

 - რას იტყვით ნიკა გვარამიას მხრიდან თქვენი და დავით დვალის "მანქურთად" მოხსენიებაზე?

 - არ ვიცი… რა არ მოვისმინე და წავიკითხე ამ ახალი გადაწყვეტილების გამოცხადებიდან. კიდევ ბევრს მოვისმენთ და გავიგებთ. თუმცა, დაინტერესებული პირების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ობიექტურად ვერ შევაფასებ. მითუმეტეს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რა მოცულობის სამუშოც არის შესასრულებელი, მსგავსი გამონათქვამების კომენტირებისთვის არც დრო გვექნება და არც რესურსი. 

 — თუ ფინანსური შესაძლებლობა იქნება, გეგმავთ თუ არა, ახალი პროექტების განხორციელებას?

 - ბუნებრივია. კარგად მოგეხსენებათ, რომ ტელევიზიის განვითარების ლოგიკიდან გამომდინარე, თუ არ მოხდება მუდმივად ახალი პროექტების გენერირება, ან ძველი პროექტების ახალი სახით წარმოდგენა, გარკვეულ ეტაპზე, ეს ტელევიზიის სიცოცხლისუნარიანობას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს. ეს არის პროცესი, რომელიც ბუნებრივად ვითარდება ტელევიზიაში. ამდენად, ჩვენ დაინტერესებული ვიქნებით, რომ ეს პროცესი სამომავლოდაც შეუქცევადად განვითარდეს. 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0