The Telegraph–ი თბილისის მონახულების რეკომენდაციას იძლევა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრიტანელი ჟურნალისტი კლერ ოლფრი თბილისის ელვარებაში ჩაკარგვის რეკომენდაციას იძლევა. მისი აზრით, საქართველოს დედაქალაქში უმშვენიერესი თანამედროვე ნაგებობების — სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ნახვაც შეიძლება და ისტორიული რაიონების დათვალიერებაც.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. თბილისი მსოფლიოს იმ 21 ქალაქს შორის აღმოჩნდა, რომლის ნახვის რეკომენდაციასაც იძლევა ბრიტანული გამოცემა The Telegraph.

„ევროპული ქალაქები, სადაც წასვლაზე არასდროს გიფიქრით, მაგრამ უნდა წახვიდეთ“, — ასეთი სათაურით გამოქვეყნდა  The telegraph–ის ფურცლებზე ქალაქების სია, რომელსაც თან ახლავს მათი აღწერა, ცნობილი პირების კომენტარები და ფოტოები.  

ბრიტანელი ჟურნალისტი კლერ ოლფრი თბილისის ელვარებაში ჩაკარგვის რეკომენდაციას იძლევა. მისი აზრით, საქართველოს დედაქალაქში უმშვენიერესი თანამედროვე ნაგებობების — სასტუმროებისა და სავაჭრო ცენტრების ნახვაც შეიძლება და ისტორიული რაიონების დათვალიერებაც.  

თბილისზე წერს ქართული წარმომავლობის ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუაც: „ეს ის ქალაქია, რომელშიც ბევრი მოწესრიგებული გზაა. იქ ბევრი ტურისტი არ ყოფილა. ამადაც ღირს მისი მონახულება“. 

The Telegraph–ის მიერ შერჩეულ ქალაქებს შორისაა: ბერგამო (იტალია), ნანტი (საფრანგეთი), ბრაგა (პორტუგალია), ლიუბეკი (გერმანია), სიონი (შვეიცარია), მარიბორი (სლოვენია).


ყველა ახალი ამბავი
0