ალექსანდრ ლუკაშენკო მეხუთედ გახდა ბელარუსის პრეზიდენტი

© Фотохост-агентство / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ლუკაშენკო
ალექსანდრ ლუკაშენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფიცის ტექსტის გახმოვანების შემდეგ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ფიცის დადების აქტს, რომელიც პრეზიდენტის არქივს გადაეცემა დასაცავად.

თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. ალექსანდრ ლუკაშენკო მეხუთედ გახდა სუვერენული ბელარუსის პრეზიდენტი და ოფიციალურად შეუდგა სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას, — იუწყება "სპუტნიკ ბელარუსი".

ლუკაშენკომ ბელარუსულ ენაზე დადო საპრეზიდენტო ფიცი, რომ ერთგულად ემსახურება ხალხს, პატივს სცემს და დაიცავს ადამიანისა და მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, დაიცავს ქვეყნის კონსტიტუციას, კეთილსინდიდიერად შეასრულებს დაკისრებულ მოვალეობებს.     

ფიცის დადების ცერემონიას პარლამენტის წევრები, უმაღლესი თანამდებობის პირები, პოლიტიკური პარტიების, რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები და ქვეყანაში აკრედიტებული უცხოელი დიპლომატები ესწრებოდნენ.

ფიცის ტექსტის გახმოვანების შემდეგ ლუკაშენკომ ხელი მოაწერა ფიცის დადების აქტს, რომელიც პრეზიდენტის არქივს გადაეცემა დასაცავად. 


ყველა ახალი ამბავი
0