ბუქარესტის მაცხოვრებლებმა კლუბში გაჩენილი ხანძრის გამო საპროტესტო აქცია გამართეს

გამოწერა

რუმინეთის დედაქალაქში მიტინგზე ათობით ათასი ადამიანი გამოვიდა, რომლებიც ღამის კლუბში ხანძრის დროს დაღუპული 32 ადამიანის გარდაცვალების გამო მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ პარლამენტის დაშლას, შინაგან საქმეთა მინისტრ გაბრიელ ოპრის გადაყენებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

მანიფესტანტები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, რომლებიც 1989 წლის ანტიკომუნისტური რევოლუციის დროს იყო პოპულარული, როდესაც დაემხო ნიკოლაი ჩაუშესკის რეჟიმი. ისმოდა ლოზუნგი "არ წავალთ სახლში, მკვდრები არ გვიშვებენ" ("Nu plecam acasa, mortii nu ne lasa").

საპროტესტო ტალღამ რუმინეთის დედაქალაქში სამშაბათს საღამოს იფეთქა. მანიფესტაციები ქალაქის მეოტხე სექტორის ადმინისტრაციის მეთაურის, კრისტიან პიედონეს დასჯის მოთხოვნით დაიწყო. სწორედ მან გასცა ნებართვა, მოქმედება დაეწყო ღამის კლიბს Colectiv, სადაც 30 ოქტომბერს ღამით ხანძარს 32 ადამიანი ემსხვერპლა და დაახლოებით 200–მა ადამიანმა მძიმე დამწვრობები და ტრავმები მიიღო. მოგვიანებით, იმავე ღამეს, მიტინგი მასობრივ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციაში გადაიზარდა, რომელშიც მონაწილეობას დაახლოებით 25 ათასი ადამიანი მონაწილეობდა. ისინი პრემიერ მინისტრ ვიქტორ პონტისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გაბრიელ ოპრის გადადგომას მოითხოვდნენ. ოთხშაბათს რუმინეთის მთავრობის მეთაურმა გადადგომის შესახებ გააკეთა განცხადება.

ყველა ახალი ამბავი
0