საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა

© gff.geფეხბურთის ეროვნული ნაკრები
ფეხბურთის ეროვნული ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბელგიის ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და არგენტინის ნაკრები მესამე ადგილზე გადაანაცვლა. მეორე ადგილზე კვლავ გერმანიის ნაკრებია.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას ახალ რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და ამჯერად 111 პოზიციას იკავებს. 

 გასულ თვეში საქართველოს ნაკრებმა ორი მატჩი გამართა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში. თბილისში გიბრალტარს 4:0 მოუგეს და გასვლითი მატჩი გერმანიასთან 1:2 წააგეს. 

 ბელგიის ნაკრებმა თავის ისტორიაში პირველად მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და არგენტინის ნაკრები მესამე ადგილზე გადაანაცვლა. მეორე ადგილზე კვლავ გერმანიის ნაკრებია. 

ფიფა-კოკა კოლას რეიტინგის პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1.ბელგია

2.გერმანია

3. არგენტინა

4. პორტუგალია

5. ჩილე

6. ესპანეთი

7. კოლუმბია

8.ბრაზილია

9. ინგლისი

10. ავსტრია


ყველა ახალი ამბავი
0