თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მეორე ჩოგანმა ალექსანდრე მეტრეველმა ორ სეტში 6:3, 6:3 მოუგო ბელგიელ ბენჯამინ დოეს და ITF Futures-ის სერიის ტურნირის ¼ ფინალში გავიდა, რომელიც ამ დრეებში თურქეთში, ანტალიაში იმართება.
პირველ პარტიაში, რომელიც სულ 29 წუთი გრძელდებოდა, მეტრეველმა თავის მოწინააღმდეგეს მეორე ჩაწოდებიდან დიდი რაოდენობით მიღებული ქულების შედეგად მოუგო. ქართველი ჩოგბურთელი ძალიან თავდაჯერებული იყო მიღებაზეც, რამაც მას საშუალება მისცა ბრეიკი გაეკეთებინა და ამასთან ერთად საწყისი სეტიც მოეგო.
მეორე პარტია უფრო დაძაბული გამოდგა. დოეს კარგად გამოუვიდა პირველი ჩაწოდება და ამ კომპონენტში აჯობა მეტრეველს. ბელგიელს სამი ბრეიკ-პოინტიც ჰქონდა, მაგრამ ვერც-ერთის რეალიზება ვერ მოახერხა. თავის მხრივ მეტრეველი კარგად მუშაობდა მიღებაზე, რამაც მას საშუალება მისცაორ სეტში მოეგო მატჩი.
ტურნირზე მეტრეველის შემდეგი ოპონენტი რუმინელი ვასილე ანტონესკუ იქნება, რომელმაც სამ პარტიაში მოუგო ავსტრიელ დომინიკ ვეიდინგერს —— 1:6, 6:2, 7:6.