თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის მთავარი ამოცანა აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა – საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ 5 ნოემბერს, ხუთშაბათს განაცხადა.
ამჟამად, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტი თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ხვდება. მოგვიანებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი ეთობლივ განცხადებას გააკეთებს პრესისათვის.
“მოგეხსენებათ, აზერბაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს ერთმანეთთან და აი ამ პროექტების შემდგომი განვითარება და სტრატეგიული თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება მთავარი ამოცანაა. ეს არის ჩვენო სტრატეგიული ურთიერთობა, რომელიც მოიცავს ენერგეტიკულ საკითხებს, სატრანსპორტო საკითხებს, რომელიც ცდება ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებს და გადადის რეგიონალურ და ტრანსრეგიონალურ ჭრილში. რა თქმა უნდა, იქნება ორმხრივი ურთიერთობებიც, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო და ტურიზმი და ასე შემდეგ. საკმაოდ მრავალფეროვანი თემატიკაა განსახილველი,”- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.