„ნაცმოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური გაერთიანება შექმნეს

© https://www.facebook.com/NewPoliticalCenter/ახალი პოლიტიკური ცენტრი - "გირჩი"
ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალი ორგანიზაციის შექმნის მიზანი თანამედროვე ტიპის პარტიის ჩამოყალიბებაა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik.  პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ყოფილმა წევრებმა ხუთშაბათს, 5 ნოემბერს ქუთაისში ახალი არასამტავრობო ორგანიზაცია „ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი“-ს რეგიონალური ოფისი გახსნეს ქუთაისში. 

 „ნაციონალური მოძრაობა“ 2015 წლის 25 მაისს აღმასრულებელმა მდივანმა ზურაბ ჯაფარიძემ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ექს-მინისტრმა გოგა ხაჩიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ პავლე კუბლაშვილმა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი მელაძემ  დატოვეს. 

 ახალი ორგანიზაციის შექმნის მიზანი თანამედროვე ტიპის პარტიის ჩამოყალიბებაა. 

 „ახალი პოლიტიკური ცენტრი გთავაზობთ: აქტიურ პოლიტიკაში ჩართვის შესაძლებლობას;

 ღია და თავისუფალ საპარლამენტო სიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, სადაც არ დაგხვდებათ წინასწარ ჩამოწერილი ხალხი;

 სიაში მოხვედრის გასაგებ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს — რაც არასოდეს ჰქონია საქართველოში რომელიმე პოლიტიკურ პარტიას..

 ჩვენთვის, მოქალაქეებთან ძირითადი და მთავარი საკომუნიკაციო პლატფორმა იქნება სოციალური ქსელები და თანამედროვე ტექნოლოგიები.

 ჩვენ შევქმნით პირველ პარტიას საქართველოში, რომელიც პარლამენტში ძირითადად თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით შევა“, — ნათქვამია ახალი პოლიტიკური ცენტრის მიერ სოციალურ ქსელ Facebook —ში გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

ყველა ახალი ამბავი
0