А321 დაღუპულ ამოუცნობ მგზავრთა ნაწილები შესაძლოა საერთო მემორიალში დაიკრძალოს

© photo: Sputnik / Павел Лисицын / გადასვლა მედიაბანკშიავიაკატასტროფაში დაღუპულთა გლოვის დღე
ავიაკატასტროფაში დაღუპულთა გლოვის დღე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სანკტ-პეტერბურგის მთავრობაში უკვე შევიდა წინადადებები ავიაკატასტროფაში დაღუპულ მგზავრთა ნაწილების საერთო მემორიალის გაკეთების, იმ შემთხვევაში თუ მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თვითმფრინავ  А321-ის დაღუპულ  ამოუცნობ მგზავრთა ნაწილები შეიძლება საერთო მემორიალის ქვეშ დაიკრძალოს, განუცხადა ჟურნალისტებს სანკტ-პეტერბურგის მთავრობის სოციალური კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსანდრე რჟანენკოვმა. 

 „ნათესავებს სურთ თავიანთი ახლობლები იქ დაკრძალინ სადაც მათ უნდათ, მაგრამ შესაძლოა იყოს მომენტები, როცა იდენტიფიკაცია შეუძლებელია. ამ შემთხვევაში გაკეთდება მემორიალი“, — თქვა რჟანენკოვმა. 

 მისი თქმით, უკვე  მთავრობაში სხვადასხვა წინადადებები შემოდის მსგავსი საერთო მემორიალის შექმნის ადგილის შესახებ, ასევე ესკიზების ვარიანტებიც. კერძოდ, სხვა წინადადებებთან ერთად არის წინადადება საერთო სამარხის გაკეთებისა დაბა მალოე კარლინოში პეტერბურგის მახლობლად, სადაც ასევე არის დონეცკის ავიაკატასტროფის დროს დაღუპულთა სამარხი და მემორიალი. 

 „შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება საზოგადოებრივი განხილვის შემდეგ, დაღუპულთა ახლობლების აზრის გათვალისწინებით და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ“, — თქვა რჟანენკოვმა. 

 რუსეთისა და საბჭოთა ავიაციის ისტორიაში ყველაზე დიდი ავიაკატასტროფა მოხდა შაბათს.  ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერი Airbus А321, რომლეიც შარმ-ეშ-შეიხიდან  სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა სინაის ნახევარკუნძულზე ეგვიპტეში ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 217 მგზავრი იმყოფებოდა და 7 ეკიპაჟის წევრი. ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩა. 


ყველა ახალი ამბავი
0