თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსულ კომპანია „გაზპრომსა“ და საქართველოს მთავრობას შორის მოლაპარაკების მოწინააღმდეგე თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ პლაკატების გაკვრის გამო დააკავეს, სასამართლომ სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ გაათავისუფლა, — იუწყება ქართული მედია.
ჟურნალ „ტაბულას“ მთავარი რედაქტორი, იგივე სახელწოდების ტელეარხის გენერალური პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და სტუდენტი სალომე ხვადაგიანი 16 ოქტომბერს იმ დროს დააკავაეს, როდესაც ისინი პლაკატებს აკრავდნენ თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიურ თეატრთან. მათ ბრალად ედებოდათ „თვითმმართველი ერთეულის ქონების გარეგნული იერის გაფუჭება“.
სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არც ჩერგოლეიშვილი და არც მისი თანმხლებნი არ დაუკავებიათ.
5 ნოემბერს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თამარ ჩერგოლეიშვილი წესრიგის დამრღვევად ცნო, მაგრამ ადმინისტრაციული სასჯელი არ დააკისრა და მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ამ დროისათვის სასამართლო ხვადაგიანის საკითხს იხილავს, 17 ნოემბრიდან კი მაჭავარიანის საკითხითაც დაკავდება.