თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ტრაგედიის დღეს თვითმფრინავით, რომელიც 4 ნოემბერს ქალაქ კოკტემელთან, კრემენევის მთის ახლოს ჩამოვარდა, ოთხი ბავშვი მგზავრობდა, ამის შესახებ ინფორმაციას ავიაკატასროფაში ერთ-ერთი დაღუპულის მეუღლე ალექსეი ბელიაი ავრცელებს.
მისი სიტყვებით, მცირე ზომის თვითმფრინავის Cessna 336-ის ბორტზე ავიამოდელირების წრიდან რვა ბავშვი უნდა ყოფილიყო, რომლებიც მამა ნიკონს მოსალოცად სუდაკის წმიდა ადგილას მიჰყავდა. თუმცა, ბავშვების ნაწილმა ავადმყოფობის გამო გაფრენა ვერ შეძლო.
გავრცელებული ინფორმაციით, მამა ნიკონი თვითმფრინავებით იყო გატაცებული.
მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი 4 ნოემბერს, ქალაქ კოკტებელთან ახლოს ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. კატასტოფის მიზეზები დგინდება, შემთხვევის ადგილზე მაშველები მუშაობენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა.