თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსეთი ყოველთვის დაიცავს საკუთარ თანამემამულეთა ინტერესებს უცხოეთში, მათ შორის, სირიასა და ლიბანში, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. „იმ ადამიანებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზთა გამო აღმოჩნდით რუსეთის ტერიტორიის გარეთ, მტკიცედ უნდა გწამდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის დავიცავთ თქვენ ინტერესებს. მით უმეტეს, რთულ, კრიზისულ ვითარებაში, როგორიცაა, მაგალითად, ლიბიაში, სირიასა ან იემენში“, — განაცხადა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მეხუთე მსოფლიო კონგრესზე.
სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა, რომ რუსეთის მოქალაქეების საზღვარგარეთ ნებაყოფლობით გადასახლებისთვის ხელშემწყობი პროგრამა გაგრძელდება, მათ შორის შესაბამისი რეიონული პროგრამებიც, რომლებიც რუსეთის 59 სუბიექტში მოქმედებს.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ პრინციპულ ამოცანად რჩება თანამემამულეთა დაცვა დისკრიმინაციის ნებისმიერი ფორმისგან, მათი კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველყოფა.
პრეზიდენტმა განმარტა, რომ საუბარია ისეთ ძირითად უფლებებზე, როგორებიცაა მშობლიური ენის შესწავლისა და კულტურული თუ სასულიერო ტრადიციების შენარჩუნების შესაძლებლობა. ამ საქმიანობაში, პუტინის თქმით, სერიოზული საყრდენია უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა მხარდაჭერის ფონდი, რომელმაც 2012 წლიდან მსოფლიოს 42 ქვეყანაში სამასამდე პროექტი განახორციელა.