აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა

© FB / Kakha Kaladzeილჰამ ალიევი და კახა კალაძე
ილჰამ ალიევი და კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ჩატარდება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში. ასევე იგეგმება ერთობლივი განცხადება მედიისთვის.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ხუთშაბათს, 5 ნოემბერს ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უცხოელ სტუმარს ვიცე–პრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები დახვდნენ.  

აზერბაიჯანის ლიდერთან მისალმების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.    

ორი ქვეყნის პრეზიდენტები პირისპირ შეხვედრას გამართავენ, რის შემდეგაც ჩატარდება მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში. ასევე იგეგმება ერთობლივი განცხადება მედიისთვის.  

აზერბაიჯანის ლიდერი შეხვდება პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორეს. 

ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტრანზიტის, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების დეკლარაციას.  აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე ეწვევა მარნეულის რაიონს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. 

 


ყველა ახალი ამბავი
0