დიდმა ბრიტანეთმა ლაინერ А321-თან "ისლამური სახელმწიფოს" კავშირზე ვარაუდი გამოთქვა

© REUTERS/ Stringer სამძებრო სამუშაოები ეგვიპტეში
სამძებრო სამუშაოები ეგვიპტეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სერიოზული ალბათობა არსებობს იმისა, რომ რუსული თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა, განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

თბილისი, 5 ნოენბერი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა განმარტა თუ რატომ მიაჩნია უწყებას, რომ Airbus А321-ის ავიაკატასტროფის უკან შეიძლება „ისლამური სახელმწიფო“ დგას.

ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა Airbus-321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით ასრულებდა რეისს, 31 ოქტომბერს ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნზულზე კატასტროფა განიცადა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფამ ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი იმსხვერპლა.

Airbus A321 - Sputnik საქართველო
კრემლი: ავიაკატასტროფისა და სირიაში რუსეთის ოპერაციის დაკავშირება საჭირო არ არის

სერიოზული ალბათობა არსებობს იმისა, რომ რუსული თვითმფრინავის ბორტზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებელი „ისლამური სახელმწიფოა“, განაცხადა ბრიტანეთის საგარეო უწყების პირველმა პირმა. 

„ისლამურმა სახელმწიფომ“ საკუთარ თავზე აიღო რუსული ავიალაინერის მიერ განცდილი კატასტროფა. ჩვენ ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ საინფორმაციო სურათს, მათ შორის ამ კონკრეტულ ინფორმაციას, დავაკვირდით და მივედით დასკვნამდე, რომ „სერიოზული ალბათობა“ არსებობს იმისა, რომ ასე ვიფიქროთ“, — განაცხადა ჰამონდმა Sky News-ის ეთერში.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სხვადასხვა წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ლაინერის ბორტზე მომხდარი კატასტროფის მიზეზი, შესაძლოა, იქ დამონტაჟბული ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო. ამასთან დაკავშირებით, ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის ავიაკომპანიებს შარმ- ელ–შეიხის მიმართულებით ფრენა აუკრძალა და ასევე შეცვალა ეგვიპტეში მოგზაურობის რეკომენდაციები.   

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0