ნიდერლანდებმა შარმ ელ–შეიხში ფრენები შეაჩერა

© photo: Sputnik / Максим Григорьев/ТАСС/POOL / გადასვლა მედიაბანკშიA321
A321 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიდერლანდის ავიაკომპანიების ფრენები შარმ ელ–შეიხში კვირამდე შეჩერებულია. იმ ჰოლანდიელებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან კურორტზე, ტურისტული სააგენტოებისთვის მიმართვას ურჩევენ.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო შეაჩეროს ჰოლანდიური ავიახაზების ფრენები შარმ ელ–შეიხის მიმართულებით და უკან, ასევე თავი აარიდოს ფრენებს სინაის ნახევარკუნძულის თავზე კვირის ბოლომდე.  

ჰოლანდიის ხელისუფლება ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, თავი შეიკავონ შარმ ელ–შეიხში მოგზაურობისგან ახალი ინფორმაციის მიღებამდე, ხოლო იმ ჰოლანდიელებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან კურორტზე, ტურისტული სააგენტოებისთვის მიმართვას ურჩევს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, ამ დროისათვის საკურორტო ქალაქში ნიდერლანდების 408 მოქალაქეა დარეგისტრირებული.   

როგორც ორლანდიური გამოცემა NL Times იუწყება, ქვეყანა უსაფრთხოების პირობების ბრიტანული გამოძიების დასკვნას ელის. ბრიტანეთის ხელისუფლების აზრით, „არის სერიოზული ალბათობა“ იმისა, რომ რუსული საჰაერო ხომალდის კატასტრტოფის მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა იყო. სწორედ ამასთან დაკავშირებით აუკრძალა ბრიტანეთის მთავრობამ ქვეყნის ავიაკომპანიებს შარმ ელ–შეიხის მიმართულებით ფრენა და ასევე შეცვალა ეგვიპტეში მოგზაურობის რეკომენდაციები.   


ყველა ახალი ამბავი
0