Airbus-321-ს კატასტროფის შედეგად ოთხი დაღუპულის ცხედარი ოჯახებს გადაეცა

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა
ეგვიპტეში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო რუსეთში გლოვის დღე გამოცხადდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა Airbus-321-მა, რომელიც შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისს ასრულებდა, სინაიზე კატასტროფა განიცადა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik.  ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის А321-ს კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს ოთხი ცხედარი გადაეცათ, იუწყება შემთხვევის ადგილზე მყოფი საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს წარმომადგენელი ალექსანდრ აგაფონოვი. 

ავიაკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილმა ლაინერმა  Airbus-321-მა, რომელიც  შარმ-ელ-შეიხიდან  სანკტ-პეტერბურგის  მიმართულებით რეისს ასრულებდა, სინაიზე კატასტროფა განიცადა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. ეგვიპტეში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მონაცემებით, ავიაკატასტროფაში არავინ გადარჩენილა. 

„ცხედრების გადაცემის პროცედურები დაიწყო. დღეს ოთხი გარდაცვლილის ცხედარი გადავეცით ოჯახებს“, — განაცხადა აგაფონოვმა. 

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, „პულკოვოს“ აეროპორტში 4 ერთეული ავიატექნიკაა მობილიზებული. 

მისი სიტყვებით, წინასწარ გათვლილი და დაგეგმილია ყველა გარდაცვლილის მათი ოჯახის წევრებისათვის გადაცემის პროცედურა. „დღეს 9 მიცვალებულის ცხედარს საავტომობილო ტრანსპორტითა და 5-ს ავიატრანსპორტის საშუალებით გადავაგზავნით კონკრეტულ დანიშნულების ადგილამდე“, — განაცხადა მან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0