საქართველოს ხელისუფლება მზადაა აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი შესთავაზოს

© photo: Sputnik / Mikhail Mokrushyn / გადასვლა მედიაბანკშისოხუმი
სოხუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტებისა და ხედვების გათვალისწინება, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მზადაა განიხილოს ფედერალური მოწყობის მოდელი, რომლის ფარგლებში აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭება, განაცხადა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ოთხშაბათს, 4 ნოემბერს. 

2008 წლის აგვისტოში, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ. თუმცა საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის არჩევნების შედეგად მოვიდნენ, საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთის ფედერაციასთან სიტუაციის ნორმალიზაცია დაასახელეს. 

„საქართველო მზად არის, განიხილოს და ჩვენ გვაქვს კიდევაც გარკვეული ხედვები, მოსაზრებები, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა, სადაც აფხაზეთს განსაკუთრებული სტატუსი ექნება. ამაზე ცოტა არ არის ნამუშევარი ჩვენს ოპონენტებთან ერთადაც კი. ასე, რომ ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, გვქონდეს მეტი გახსნილობა ამ მიმართულებით", — განაცხადა ზაქარეიშვილმა. 

სახელმწიფო მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტებისა და ხედვების გათვალისწინება, თუ როგორი შეიძლება იყოს საქართველოს ფედერაციული მოწყობა.


ყველა ახალი ამბავი
0