თბილისის მერიის მაღალჩინოსანს ბრალი წარედგინა

© public domainსასამართლო
სასამართლო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯოკია ბოდოკიას საქმეზე 12 სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრალდების 14 და დაცვის მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსს, ჯოკია ბოდოკიას, რომელიც დიდი ოდებობით ქრთამის აღებაში იყო ბრალდებული, საქალაქო სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ოთხშაბათს, 4 ნოემბერს.

ჯოკია ბოდოკია სამართალდამცავებმა 2015 წლის 11 თებერვალს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოდოკიამ შპს „დარიოუშისგან“, თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენლისგან მშენებლობის საერთო ღირებულების 10% (180 ათასი აშშ დოლარი) მოითხოვა და ბეს სახით 50 ათასი აშშ დოლარი აიღო. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეში არსებულ და სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებსა და მოწმეთა ჩვენებებზე დაყრდნობით იქნა მიღებული.

ბოდოკიას საქმეზე 12 სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც ბრალდების 14 და დაცვის მხარი ერთი მოწმე დაიკითხა. მსჯავრდებული დანაშაულს არ აღიარებს.


ყველა ახალი ამბავი
0