კახა კალაძის ნათესავმა თბილისის მერიაში თანამდებობა დატოვა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დავით ნარმანიამ მადლობა გადაუხადა გიორგი არეშიძეს გაწეული საქმიანობისათვის და სამომავლო წარმატებები უსურვა.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გიორგი არეშიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ქალაქის პირველმა პირმა ეს ინფორმაცია ოთხშაბათს, 4 ნოემბერს გააჟღერა. გიორგი არეშიძე ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ცოლისძმაა.

სექტემბერში არეშიძის წინააღმდეგ, დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას არასამთავრობო ორგანიზაციამ — „მონიტორინგის ცენტრი — მედიატორი“ — მიმართა.

„გიორგი არეშიძემ, სამსახურის უფროსად მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი სამუშაო გასწია, ის აქტიურად იყო ცართული ჩემს წინასაარჩევნო კამპანიაში და 24-საათიან რეჟიმში იყო ჩემს გვერდით… ეს გადაწყვეტილება (თანამდებობის დატოვება) მან კერძო სექტორში გადასვლის გამო მიიღო“, — განაცხადა თბილისის მერმა.

ნარმანიამ მადლობა გადაუხადა არეშიძეს გაწეული საქმიანობისათვის და სამომავლო წარმატებები უსურვა.  

მინდა, მადლობა გადავუხადო მას და მომავალ საქმიანობაში წარმატება ვუსურვო“, — განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.


ყველა ახალი ამბავი
0