თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik. სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანამხმად, რუსული სატვირთო თვითმფრინავის Ан-12-ის ჩამოვარდის შედეგად, ბორტზე მყოფი მგზავრებისა და გარდაცვლილი ეკიპაჟის წევრების ზუსტი რაოდენობა დგინდება.
მანამდე სამხრეთ სუდანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რუსული სატვირთო თვითმფრინავ „ანტონოვის“ ჩამოვარდნა დაადასტურა, კატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი 20 ადამიანიდან 2 გადარჩა.
სააგენტო "როიტერი" პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ატენი ვეკა ატენის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ „კატასტოფის ადგილზე გაურკვეველი რაოდენობის ადამიანი გარდაიცვალა“.
თვითნფრინავის ჩამოვარდნის შედეგად, 5 ბავშვი გარდაიცვალა, იტყობინება სააგენტო „ასოშეიტედ პრესი“.
ადგილობრივი გამოცემა South Sudan Tribune-ის ცნობით, თვითმფრინავი ქალაქ პალოჩში მიემგზავრებოდა და დედაქალაქ ჯუბას აეროპორტის სიახლოვეს ჩამოვარდა. სააგენტო "როიტერი" თვითმხილველთა ინფორმაციაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თვითმფრინავის ფრაგმენტები მდინარე თეთრი ნილოსის ნაპირის გასწვრივ აღმოაჩინეს.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, კატასტროფის ადგილზე, შესაძლოა, 40-ზე მეტი ცხედარი იყოს. ადგილობრივი პოლიცია კი 41 გარდაცვლილის თაობაზე ავრცელებს ინფორმაციას.