თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ეგვიპტეში თვითმფრინავ А321 ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ მგზავრთა დაზიანების ხარისხი შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ მიწაზე დანარცხებამდე ლაინერის ბორტზე აფეთქება მოხდა, განუცხადა სააგენტო Sputnik-ს ეგვიპტელმა მედ-ექსპერტმა, რომელიც დაღუპულთა დათვალიერების პროცესში იღებდა მონაწილეობას.
„სხეულთა ცალკეული ფრაგმენტების დიდი რაოდენობა შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ძლიერი აფეთქება ბორტზე ჯერ კიდევ მიწასთან შეხებამდე მოხდა“, —უთხრა სააგენტოს ექსპერტმა.
მისი თქმით, დაღუპულთა სხეულების მდგომარეობის გათვალისწინებით, მათი ვინაობის დასადგენად შესაძლებელია დნმ-ის ანალიზი გახდეს საჭირო.