თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების ავიაჯგუფმა სირიის ტერიტორიაზე ტერორისტთა 2000 ზე მეტ ინფრასტრუქტურულ ობიექტს მიაყენა დარტყმა, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საჰაერო ძალების გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელმა გენერალ-პოლკოვნიკმა ანდრეი კარტაპოლოვმა.
მისი თქმით, რუსეთის ავიაჯგუფი განაგრძობს დარტყმებს ტერორისტული ორგანიზაციების „ისლამური სახელმწიფო“ და „ჯებხატ ან ნუსრას“ ობიექტებზე.
„სულ ოპერაციის დაწყებიდან, ჩვენმა თვითმფრინავებმა 1631 საბრძოლო გაფრენა განახორციელეს და ტერორისტთა სამხედრო ინფრასტრუქტურის 2084 ობიექტზე მიიტანეს იერიში“, — თქვა კარტაპოლოვმა.
მისი თქმით, ამ დარტყმების შედეგად მათ შორის განადგურებულია 287 მართვის სხვადასხვა პუნქტი, ტერორისტთა მომზადების 52 ბანაკი, ფუგასებისა და რაკეტების დამამზადებელი 40 ქარხანა და სახელოსნო, საწვავისა და საბრძოლო მარაგის 155 სხვადასხვა საწყობი.