ექსპერტი„სირიის ხელისუფლებაში ასადის დარჩენა ქვეყანას არაფერს მოუტანს“

© photo: Sputnik / Алексей Дружинин / გადასვლა მედიაბანკშირუსეთისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა
რუსეთისა და სირიის პრეზიდენტების შეხვედრა - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინა კვირას 19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე, სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას მხარი დაუჭირა.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. სირიაში დროებითი მთავრობის ჩამოყალიბების პრინციპზე მიღწეულ  შეთანხმებაზე უფრო მნიშვნელოვანია თუ ვინ ჩაუდგება ქვეყანას  სათავეში, მიაჩნია ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს. 

„19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ პრინციპზე, რომლის მიხედვითაც დროებითი მთავრობის ჩამოყალიბება უნდა მოხდეს. არ გადაწყვეტილა  მთავარი საკითხი, რომელთანაც განსხვავებული მიდგომა აქვთ აშშ–სა და რუსეთს და ასევე ამ ქვეყნების მოკავშირეებს. კერძოდ, ვინ უხელმძღვანელებს  დროებით მთავრობას““–აღნიშნა მამუკა არეშეიძემ.

ექსპერტის აზრით, თუ ეს იქნება სირიის მოქმედი პრეზიდენტი ბაშარ ასადი, აშშ მას მხარს არ დაუჭერს და სირიისთვის არაფერი შეიცვლება.

 „თუ ბაშარ ასადი წავა, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩამოყალიბდება გარკვეული კოალიცია და ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური გახდება“ –აღნიშნა მამუკა არეშეიძემ.

 წინა კვირას 19 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვენაში გამართულ მოლაპარაკებებზე, სირიაში გარდამავალი მთავრობის შექმნას მხარი დაუჭირა. მხარეებმა 9-პუნქტიანი დოკუმენტი მიიღეს, რომლის მიხედვითაც, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სირიის მთელ ტერიტორიაზე და "ისლამური სახელმწიფო" და გაერო-ს ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანილი სხვა დაჯგუფებები უნდა განადგურდეს. სირიაში უნდა შენარჩუნდეს ერთიანი საერო სახელმწიფო, უნდა გააქტიურდეს კონფლიქტის დასრულებისკენ მიმართული ძალისხმევა. გარდა ამისა, ჩატარდება საერთაშორისო დონის შეხვედრა, რომელშიც ბაშარ ასადის მთავრობისა და ოპოზიციის წევრები მიიღებენ მონაწილეობას. ამ შეხვედრის შედეგად, უნდა შეიქმნას ახალი გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას ახალ არჩევნებამდე უხელმძღვანელებს, რის შემდეგაც სირიაში ახალ კონსტიტუციას მიიღებენ. პოლიტიკურ პროცესში მონაწილე ქვეყნები სირიის მთელ ტერიტორიაზე მშვიდობიანი ზავის დადებას უზრუნველყოფენ, თუმცა "ისლამურ სახელმწიფოსთან" სამშვიდობო შეთანხმება არ დაიდება.

 

 

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0