საქართველოსა და ესტონეთის პრემიერებმა შეხვედრა გამართეს

© facebook.com/GaribashviliOfficialსაქართველოსა და ესტონეთის პრემიერებმა შეხვედრა გამართეს
საქართველოსა და ესტონეთის პრემიერებმა შეხვედრა გამართეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონეთში ასევე მონაწილეობას მიიღებს იქ დაგეგმილ „თბილისობის“ ღონისძიებებში.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ტალინში ესტონელ კოლეგას ტაავი როივასს  (Taavi Roivas) შეხვდა, იტყობინება საქართველოს მთავრობის მეთაურის პრეს სამსახური ორშაბათს, 2 ნოემბერს. 

 შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე, ორი ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.

 „ესტონეთი იყო და დარჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად, ასევე მტკიცე მხარდამჭერად ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში“, — თქვა როივასმა. 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესტონეთში ორ დღიანი სამუშაო  ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები პრეზიდენტ თომას ხენდრიკ ილვესთან (Toomas Hendrik Ilves), პარლამენტის სპიკერთან ეიკი ნესტორთან (Eiki Nestor)  და საგარეო საქმეთა მინისტრთან  მარინა კალიურანდთან. (Marina Kalyurand).

 საქართველოს მთავრობის მეთაური ესტონეთში ასევე მონაწილეობას მიიღებს იქ დაგეგმილ „თბილისობის“ ღონისძიებებში. 


ყველა ახალი ამბავი
0