ვახტანგოვის თეატრის სპექტაკლზე „ევგენი ონეგინი“ ყველა ბილეთი გაყიდულია

© https://www.facebook.com/events/402709143258090/Афиша спектакля "Евгений Онегин" театра Е.Вахтангова
Афиша спектакля Евгений Онегин театра Е.Вахтангова - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სპექტაკლზე  „ევგენი ონეგინი“, ყველა ბილეთი გაყიდულია, უთხრა Sputnik-ს ხელოვნების  საერთაშორისო ფესტივალ GIFT-ის PR მენეჯერმა მაკა პეტრენკომ ორშაბათს, 2 ნოემბერს. 

 თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რიმას ტუმინასის მიერ ალექსანდრ პუშკინის რომანის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ევგენი ონეგინი“, უამრავი თეატრალური პრემიის მფლობელია. მათ შორისაა — პრემია „ბროლის ტურანდოტი“ (2012-2013 წლის სეზონის საუკეთესო სპექტაკლი), ეროვნული თეატრალური პრემია „ოქროს ნიღაბი“(2014), ფესტივალის დირექციის პრიზი “ბალტიის სახლი“ (2013). 

ფესტივალის ფარგლებში მოსკოვის თეატრი თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე 3, 4 და 5 ნოემბერს ითამაშებს. სპექტაკლები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 

„რიმას ტუმინასის სპექტაკლი არღვევს სტერეოტიპებს, ის როგორც ყოველთვის საავტოროა, გასაოცარი და პოლიფონიურად, მუსიკალურად, ემოციურად  აწყობილი“- ნათქვამია ვახტანგოვის თეატრის ვებ-გვერდზე

ონეგინის როლს სპექტაკლში თეატრისა და კინოს ცნობილი მსახიობი სერგეი მაკოვეცკი ასრულებს. დადგმაში ასევე მონაწილეობენ ალექსეი გუსკოვი, ვიქტორ დობრონრავოვი, ევგენია კრეგჟდე, ოლგა ლერმანი, ვლადიმირ სიმონოვი, არტურ ივანოვი, ოლეგ მაკაროვი, ირინა კუპჩენკო და სხვები. 

სპექტაკლის ხანგრძლივობა 3საათი და 30 წუთია, ერთი ანტრაქტით. დადგმა რეკომენდირებულია 16 წელს ზემოთ მაყურებლისათვის. 


ყველა ახალი ამბავი
0