„დალას მავერიკსი“ იმარჯვებს, ზაზა ფაჩულიამ კი ორმაგი დუბლი შეასრულა

© photo: Sputnik / Anton Denisov / გადასვლა მედიაბანკშიკალათბურთი
კალათბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიმდინარე სეზონზე „დალასმა“ სამიდან ორი თამაში მოიგო და ამ დროისათვის დასავლეთ კონფერენციაში ის მერვე ადგილზეა. შემდეგ თამაშს „მავერიკსი“ „ტორონტოს“ წინააღმდეგ შინ გამართავს.

თბილისი, 2 ნოემბერი- Sputnik. კალათბურთში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ ამ სეზონზე მეორედ შეასრულა ორმაგი დუბლი, ხოლო მისმა „მავერიკსმა“ „ლოს-ანჟელეს ლეიკერსს“ მოუგო 103:93. 

 ქართველი მოთამაშე სასტარტო ხუთეულში გავიდა და პარკეტზე 29 წუთი გაატარა. ეს დრო ფაჩულიას იმისათვის ეყო, რომ 16 ქულა აეგროვებინა და 12 მოხსნა განეხორცილელებინა. მიმდინარე სეზონზე „დალასმა“  სამიდან ორი თამაში მოიგო და ამ დროისათვის დასავლეთ კონფერენციაში ის მერვე ადგილზეა. შემდეგ თამაშს „მავერიკსი“ „ტორონტოს“ წინააღმდეგ შინ გამართავს. 

 არც ისე საუკეთესაო იყო საქართველოს ნაკრებისა და იტალიის „კაპო დ’ ორლანდოს“ ფორვარდისა ნიკა მეტრეველის მატჩი. თამაშის პირველივე წუთებში მეტრეველმა სამი პერსონალური შენიშვნა მიიღო და ამის გამო ფაქტიურად თადარიგში გამოდიოდა  - პარკეტზე მან სულ 18 წუთი გაატარა. ამ ხნის მანძილზე მან სამი ქულა მოაგროვა და ხუთი მოხსნა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ კალათბურთელმა სამჯერ დაკარგა ბურთი და მისმა გუნდმა  შედეგად 62:66 წააგო „ვარეზესთან“. 

 ვერც გიორგი შერმადინმა გაახარა თავისი გულშემატკივრები. ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურში „მორაბანკ ანდორამ“ „ფუენლაბრადესთან“ 72:78 წააგო, ქართველი ცენტრალური მოთამაშის ანგარიშზე, რომელმაც პარკეტზე 25 წუთი გაატარა, 6 ქულა და 2 მოხსნაა. თავის აქტივში ერთი მოგებით, „მორაბანკი“ მე-13 ადგილზეა ეროვნულ ჩემპიონატში. პირველობისათვის კი ლიდერობს „კუჩა ლაბორალი“, რომლის შემადგენლობაში თორნიკე შენგელიაა. მაგრამ ცოტა ხნის წინ მიღებული ტრამვის გამო შენგელია კვლავ ვერ თამაშობს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0