თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის ეროვნულ კვლევით უნივერსიტეტთან არსებული „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ მსოფლიო ეკონომიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუსეთის მთავრობასთან არსებული ანალიტიკური ცენტრის მთავარი მრჩეველი ლეონიდ გრიგორიევი პრესკონფერენციას „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში სამშაბათს, 3 ნოემბერს, 10:30 სთ-ზე გამართავს.
პრესკონფერენციის თემა იქნება: „ 2015 წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური მდგომარეობა დასავლეთის მხრიდან სანქციებისა და ენერგობაზარზე არასტაბილური ვითარების პირობებში“. ამ თემაზე ლექციას გრიგორიევი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში (გაუ) წაიკითხავს. ღონისძიების ორგანიზატორი ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრია.
პრესკონფერენციის მონაწილეები:
— რუსეთის ეროვნული კვლევითი უნივერსიტეტის მსოფლიო ეკონომიკის დეპატრამენტის ხელმძღვანელი, „ეკონომიკის უმაღლესი სკოლის“ მსოფლიო ეკონომიკის ფაკულტეტის კათედრის გამგე, რუსეთის მთავრობასთან არსებული ანალიტიკური ცენტრის მთავარი მრჩეველი ლეონიდ გრიგორიევი;
— რეგიონული უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდრ რუსეცკი.
„რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი:
თბილისი, რუსთაველის გამზირი, 2. გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული სახელმწიფო დრამატული თეატრის შენობა. მე-8 სართული. ოთახი 808.
ტელ: 224 46 77; 555 90 89 77.