ღარიბაშვილმა ილჰამ ალიევის პარტიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აზერბაიჯანი იმ გზას ადგას, რომელიც ემსახურება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევას.

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და აზერბაიჯანელ ხალხს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტიის გამარჯვება მიულოცა, იუწყება მთავრობის პრესსამსახური ორშაბათს, 2 ნოემბერს.

კვირას, 1 ნოემბერს, აზერბაიჯანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. 125 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად 15 პოლიტიკური პარტიიდან და გაერთიანებიდან, 767 კანდიდატი იბრძოდა.  საარჩევნო უბნებიდან მიღებული მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს, რომელიც პარლამენტში, სავარაუდოდ, 86 ადგილს მოიპოვებს.

„აზერბაიჯანის წინსვლა და განვითარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხების მეგობრობის განმტკიცებისთვის, საქართველოსა და აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის“, — ნათქვამია მისალოც წერილში.

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის თქმით, აზერბაიჯანი იმ გზას ადგას, რომელიც ემსახურება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მიღწევას.


ყველა ახალი ამბავი
0