სოსო ცინცაძე: „საქართველოს ევროპაში ლობისტი არ ჰყავს“

© Public DomainНАТО
НАТО - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლიტოლოგის თქმით, მართალია პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები უჭერენ მხარს საქართველოს მაგრამ ისინი ამინდს არ ქმნიან. მით უმეტეს, რომ მათ თავიანთი გასაჭირიც აქვთ და ისინი ბრიუსელს საქართველო ნატოში მიღებაზე წინ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას სთხოვენ.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ევროპაში არც ერთი წამყვანი ქვეყანა არ ლობირებს, განაცხადა პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ.

„ჯერ კიდევ 2008 წელს ბუხარესტის სამიტზე ჩვენ გვყავდა ძალიან აქტიური თუმცა ევროპაში ნაკლებად გავლენიანი ლობისტი–ბუში დღეს ჩვენ ევროპაში არავინ არ გვიწევს ლობირებას წამყვანი ქვეყნებიდან.“–აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

 პოლიტოლოგის თქმით, მართალია პოლონეთი და  ბალტიისპირეთის ქვეყნები  უჭერენ მხარს საქართველოს მაგრამ ისინი ამინდს არ ქმნიან. მით უმეტეს, რომ მათ თავიანთი გასაჭირიც აქვთ და ისინი ბრიუსელს საქართველო ნატოში მიღებაზე წინ საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერებას სთხოვენ.

 „ბრიუსელის პრიორიტეტი არა გაფართოებ, არამედ უკვე არსებული წევრების თავდაცვის უნარიანობის გაზრდაა და უკვე დროა ჩვენ ამ რეალობას თვალი გავუსწოროთ“–.მიჩნია პოლიტოლოგს.

 საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში გაწევრიანება წარმოადგენს.

 ნატო-საქართველოს ურთიერთობები 1992 წლიდან იწყება, როდესაც საქართველო შეუერთდა ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური თანამშრომლობის საბჭოს (NACC), რომელიც 1997 წელს შეიცვალა ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოთი. 1994 წელს საქართველო გახდა ნატო-ს,,პარტნიორობა მშვიდობისათვის" პროგრამის თანამონაწილე.  2002 წელს კი  ნატო-ს პრაღის სამიტზე საქართველომ გააკეთა ოფიციალური განაცხადი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სწორედ ამ დროიდან იწყება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2004 წლის 29 ოქტომბერს, ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების და ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების მიზნით, საქართველო გახდა პირველი პარტნიორი სახელმწიფო, რომელთანაც ალიანსმა დაიწყო ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის ფორმატში თანამშრომლობა. 2006 წლის 21 სექტემბერს, ნიუ იორკში გამართულ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოსთან დაეწყო,,ინტენსიური დიალოგი გაწევრიანების საკითხებზე"საქართველოს მიერ IPAP-ით აღებული ვალდებულებების წარმატებით განხორციელების და ინტენსიური დიალოგის ფარგლებში თანამშრომლობის პროცესში მიღწეული პროგრესის საფუძველზე, 2008 წლის 3 აპრილს, ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა მიიღო გადაწყვეტილება რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა“

 საქართველო, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი სახელმწიფო, აქტიურად არის ჩართული ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციებში. ქართული სამხედრო ქვედანაყოფები 1999-2008 წლებში მონაწილეობდნენ კოსოვოში მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციაში (საქართველო ასევე მონაწილეობს ხმელთაშუა ზღვაზე მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაცია „აქტიურ ძალისხმევა"-ში (რომელიც ინიცირებულ იქნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის საფუძველზე 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერორისტული აქტების შემდეგ.

 განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მონაწილეობა ავღანეთში აწ უკვე დასრულებულ ოპერაციაში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი ცალკეული ქვეითი ბატალიონის მონაწილეობის შედეგად, საქართველოს პირველი ადგილი ეკავა ISAF-ის მონაწილე, არაწევრ ქვეყნებს შორის კონტინგენტის რიცხოვნობის თვალსაზრისით.

 2015 წლიდან საქართველო ჩაერთო ავღანეთში ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, სადაც ის ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობით რიგით მეორე კონტრიბუტორია. 

 2015 წლის 27 აგვისტოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ მინისტრთან ერთად ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნული ცენტრი ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და მისი უმთავრესი მიზანია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ნატო-სთან თავსებადობის გაზრდა და რეგიონში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა.

 


ყველა ახალი ამბავი
0