ეგვიპტეში ავიაკატასტროფის შედეგად არავინ გადარჩენილა

© photo: Sputnik / Игорь Руссак / გადასვლა მედიაბანკშიეგვიპტეში რუსეთის ავიალაინერი დაიღუპა
ეგვიპტეში რუსეთის ავიალაინერი დაიღუპა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავის მხრივ სააგენტო „რეიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მაშველებს თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან მგზავრთა ხმები ესმოდათ.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ეგვიპტეში რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად ბორტზე მყოფი არც ერთი მგზავრი არ გადარჩენილა, იტყობინება სააგენტო „ასოშეიტედ პრესი „ ეგვიპტის ხელისუფლების წარმომადგენლებზე დაყრდნობით. 

 „სინაიზე რუსული თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შემდეგ არავინ გადარჩენილა“, — ნათქვამია სააგენტოს შეტყობინებაში. 

 მანამდე მაშველებმა განაცხადეს, რომ ავიაკატასტროფის ადგილას 100-ზე მეტი დაღუპული იპოვეს, რომელთაგან 17 ბავშვია. თავის მხრივ სააგენტო „რეიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მაშველებს თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან მგზავრთა ხმები ესმოდათ. 

 ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის სამინისტროს განცხადებით,  ავიაკომპანია  „კოგალიმავია“-ს კუთვნილი  ლაინერი Airbus-321,  რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი,  ეგვიპტიდან   5:51 წუთზე (თბ.დ) გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა. 

სინაის ადმინისტრაციაში დააზუსტეს, რომ თვითმფრინავი ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში ჩამოვარდა, მთებს შორის ელ-კანტალასა და ელ-ლაკსიმას რაიონებთან, ქალაქ ელ-ხასნასთან.

ყველა ახალი ამბავი
0