თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. ეგვიპტის ხელისუფლებამ დაადასტურა რუსული თვითმფრინავის დაღუპვა სინაის ცენტრალურ ნაწილში, იტყობინება სააგენტო რეიტერი.
ეგვიპტის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა შარიფ ისმაილმა ლაინერის დაღუპვასთან დაკავშირებით კრიზისის კომიტეტის სხდომა მოიწვია.
Flightradar24 —ის განცხადებით, რომელიც რეალურ რეჟიმში ადევნებს თვალყურს ავიაფრენებს, სანამ რადარებიდან გაქრებოდა, თვითმფრინავი დაახლოებით წუთში 1800 მეტრით ეშვებოდა.
მანამდე, რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს როსავიაციიდან აცნობეს, რომ ავიოკომპანია „კოგალიმავია“-ს კუთვნილი ლაინერი Airbus-321, რომელიც რეის 9268-ს ასრულებდა შარმ-ეშ-შეიხი — სანკტ-პეტერბურგი, ეგვიპტიდან მოსკოვის დროით 6:21 წუთზე გამოფრინდა და რადარების ეკრანიდან 23 წუთში გაქრა. ავიალაინერის ბორტზე 217 მგზავრი და 7 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა.
როგორც პორტალი youm7 იტყობინება, თვითმფრინავის ღრუბელი სინაის ნახევარკუნძულზე, ეგვიპტის სამხედრო ავიაციის გარემოცვაში აღმოაჩინეს.