სოსო ცინცაძე:“ანგელა მერკელის წასვლაზე საუბარი ადრეა“

გამოწერა
გამოცემა Financial Times–ი მიიჩნევს რომ თუ ანგელა მერკელს თანამდებობას დაატოვებინებენ, ევროპა ნაწილებად დაიშლება.

თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის  თანამდებობიდან წასვლაზე საუბარი ჯერ–ჯერობით ნაადრევია, მიაჩნია პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს.

 „დღეს მერკელის პოლიტიკური შემოდგომაა. უკვე მანაც ევროპული სტანდარტების მიხედვით მოჭამა თავისი დრო, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელსაც გერმანიამ მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მიაღწია.თუმცა მის წასვლაზე მაინც ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარი“–აღნიშნა პოლიტოლოგმა. 

 მისი თქმით, ანგელა  მერკელის მთავარი დამსახურება ის არის რომ, ქვეყნის ეკონომიკა შესაშური ტემპებით ვითარდება და მისი ბიუჯეტი ლტოლვილების  რაოდენობას უძლებს. 

 „მე სხვას  ვერაფერს  ვუწოდებ, ასი ათასობით მიგრანტის შემოსვლას თუ არა „შემოსევას“ და ასეთ პირობებში ძნელად განსახორციელებელი ხდება მერკელის გეგმა  დაახლოებით 400 000 უკანონო მიგრანტის გერმანიიდან გასახლების თაობაზე.  ეს ყველაფერი კი მისი პოლიტიკური კონკურენტების წისქვილზე ასხამს წყალს.“–აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

 გამოცემა Financial Times–ი მიიჩნევს რომ თუ ანგელა მერკელს თანამდებობას დაატოვებინებენ, ევროპა ნაწილებად დაიშლება, სტატიის ავტორის ფილიპ სტივენსის თქმით, გერმანიის მოქმედი კანცლერი ევროპაში სტაბილურობის გარანტია და მის გარეშე „ბზარები გაზრდას დაიწყებს“. ეს ევროპის „დასასრულის დასაწყისი“ იქნება, 

 სტივენსი აღნიშნავს, რომ მერკელის პარტია „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის“ წარმომადგენლებს პირადად შეხვდა და გაარკვია, რომ ახლა მისი გადადგომა მათთვისაც დასაშვები ვარიანტია. „სულ რაღაც ერთ დღეში წარმოუდგენელი სარწმუნოდ იქცა, ხოლო მისი პარტიის ზოგიერთი წევრისთვის – სრულიად შესაძლებელიც“, – წერს სტივენსი. 

 მისი თქმით, ევროპა „კრუნჩხვებშია“ და ნაციონალური განწყობების გაძლიერება ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე – ამ მდგომარეობის ერთ–ერთი დამადასტურებელია. გერმანელი პოლიტიკოსები, როგორც გამოცემის ავტორი აღნიშნავს, იმის ნაცვლად, რომ მოქმედების რაიმე გეგმან შეადგინონ, პანიკაში არიან.

 სტივენსის თქმით, ამ კრიზისამდე კანცლერი როგორც გერმანიაში, ისე ევროპაში მთლიანად, „ფრთხილი, გააზრებული, შეთანხმებული“ პოლიტიკის გატარებას ახერხებდა. თუმცა, მისმა გადაწყვეტილებამ ამ რაოდენობის ლტოლვილების მიღების თაობაზე, მერკელს, როგორც ჩანს, სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. იმის შეგრძნება, რომ ვითარებაზე კონტროლი დაკარგულია, უფრო და უფრო იზრდება, შენიშნა ანალიტიკოსმა. 

 მისი აზრით, მერკელი ჯერ კიდევ აკონტროლებს ვითარებას, თუმცა „როდესაც პოლიტიკოსები პანიკაში ვარდნას იწყებენ, ყველაფერი შესაძლებელია“. ავტორი მერკელს დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ–მინისტრს მარგარეტ ტეტჩერს ადარებს, რომელსაც ასევე განუდგნენ თავისივე პარტიის წევრები და მას ბოლო მომენტამდე დაუმარცხებლად მიიჩნევდნენ. ტეტჩერის გადადგომამდე წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო, რომ მისი კოლეგები მას ასეთი გაშმაგებით აუმხედრდებოდნენ, აღნიშნა სტივენსმა.

 ლტოლვილებთან დაკავშირებული კრიზისის გამო მერკელს ბოლო დროს მკაცრად აკრიტიკებენ როგორც პოლიტიკოსები და ექსპერტები, ისე საზოგადოება. საზოგადოებრივი კვლევის შესწავლის ცენტრის Forsa–ს მონაცემებით, ქრისტიან–სოციალური კავშირისა და ქრისტიან–დემოკრატიული კავშირის პარტიული ბლოკის რეიტინგი მიგრანტებთან მიმართებით გატარებული პოლიტიკის გამო, ბოლო სამ წელიწადში რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზეა

 საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის, „ფორსას“ ინფორმაციით გერმანიის „ქრისტიან–დემოკრატიული კავშირისა“ და მისი ბავარიელი მოკავშირის, პარტია  „ქრისტიანულ–სოციალური კავშირის“ რეიტინგი 36%–მდე დაეცა. 

 თავად კანცლერ მერკელის რეიტინგი ასევე განუხრელად მიცოცავს ქვემოთ: მის პოლიტიკას მხარს გამოკითხულთა მხოლოდ 46% უჭერს მხარს. აღსანიშნავია, რომ რესპონდენტთა მხოლოდ 16%–ია მომხრე იმისა, რომ კანცლერის პორტფელი ახლანდელმა ვიცე–კანცლერმა, ზიგმარ გაბრიელმა გადაიბაროს. 


ყველა ახალი ამბავი
0