თბილისში ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა

© Government of Georgiaმთავრობის სხდომა
მთავრობის სხდომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წლის მაისში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თავმჯდომარეობით, ინვესტორებსა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის შექმნილი ინვესტორთა საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა, იტყობინება მთავრობის პრესსამსახური. 

 ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წლის მაისში, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა, სხვა დამფუძნებელ წევრებთან ერთად, ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს.

  "საერთო ძალისხმევის შედეგად, დღეს იმართება პირველი სხდომა. EBRD-ის დახმარებით, საქართველოს მთავრობამ შექმნა ინვესტორთა საბჭო, რაც არის წინ გადადგმული ნაბიჯი. საბჭო დაეხმარება მთავრობას, ინვესტორებს, ბიზნესმენებს არასამთავრობო სექტორს მოსაზრებების გაცვლაში, რათა კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო. ჩვენ ვართ ღია მოვისმინოთ თქვენგან მოსაზრებები, კრიტიკული შენიშვნები და ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ის, რომ კიდევ უფრო ხელსაყრელი გავხადოთ საქართველოში ბიზნესგარემო,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

 ინვესტორთა საბჭოს პირველ სხდომაზე მთავრობის წევრებმა, ადგილობრივი ბიზნესასოციაციებისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა ბიზნესგარემოზე გავლენის მქონე ძირითადი გამოწვევები და კერძო სექტორის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია რეფორმების განხორციელება და დიალოგი ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ მთავრობასა და კერძო სექტორს შორის, რაც ხელს შეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას და მდგრად ეკონომიკურ განვითარებას.

 საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდავეთსა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოთხოვნების ფონზე, მნიშვნელოვანია საქართველოს ხელშეწყობა ევროპის კავშირის სტანდარტებთან შესაბამისობის მიზნით შემდგომი რეგულაციების დანერგვის საქმეში.

 ინვესტორთა საბჭოს მიზანია უმაღლეს დონეზე კონსტრუქციული დიალოგის ხელშეწყობა; მთავრობის, სახელმწიფო უწყებების, ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესასოციაციებისა და ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაერთიანება, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო, ხელი შეეწყოს ეკონომიკურ განვითარებასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვას საქართველოში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0