ქართველმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა „დიდი შლემის“ სერიის ტურნირი მოიგო.

© photo: Sputnik / Pavel Lisicyn / გადასვლა მედიაბანკშიძიუდო, ამირან პაპინაშვილი
ძიუდო, ამირან პაპინაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
31 ოქტომბერს, ტურნირზე 73 და 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ჯილდოები გათამაშდება. საქართველოს ნაკრები ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი: ლაშა შავდათუაშვილითა (-73) და უშანგი მარგიანით (-81).

თბილისი, 30 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი ძიუდოისტი ამირან პაპინაშვილი (-60კგ) „დიდი შლემის“ სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა, რომელიც 30 ოქტომბერს აბუ-დაბიში დაიწყო. 

ფინალში, ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორმა მონღოლეთის წარმომადგენელს ცოგტბაატრა ცენდოჩირს მოუგო. 

პაპინაშვილის გარდა, ამ წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენი ლუხუმ ჩხვიმიანი გამოდიოდა. რომელმაც ¼ ფინალამდე მიაღწია, სადაც დოიორბეკ უროზბოევთან წააგო. რეპეშაჟში მონაწილეობის ყფლების მიღების შემდეგ, ჩხვიმიანი რუსტამ იბრაევს შეხვდა და კვლავ წააგო. 

დღესვე აბუ-დაბიში 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის მედლები თამაშდებოდა. საქართველოს ნაკრებს ვაჟა მარგველაშვილი წარმოადგენდა, რომელმაც პირველივე რაუნდში წააგო იასპერ ლეფევერთან ბელგიიდან. 

31 ოქტომბერს, ტურნირზე 73 და 81 კგ-მდე წონითი კატეგორიის ჯილდოები გათამაშდება. საქართველოს ნაკრები ორი ძიუდოისტითაა წარმოდგენილი: ლაშა შავდათუაშვილითა (-73)  და უშანგი მარგიანით (-81). 

აბუ-დაბის ტურნირი 1 ნოემბრამდე გასტანს. მასში 500 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიოს 50 ქვეყნიდან. „დიდ შლემის“ საპრიზო ფონდი 154 ათასი დოლარია. 

ყველა ახალი ამბავი
0